-
ავტორი
- კატეგორიები: პედაგოგი ეკონომისტი ასოცირებული პროფესორი
გოგორიშვილი ირინა ელიზბარის ასული (10.X.1954, ქუთაისი). დაამთავრა თსუ-ის ეკონომ. ფაკ-ტი პოლიტეკონომიის სპეციალობით (1971-1976). საქართვ. მეცნ. აკადემიის ასპირანტურა (1981-1985). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ეკონ. მეცნ. კანდ. აკად. ხარისხი (1986). მუშაობდა ლაბორანტად, მასწავლებლად საქართვ. პოლიტექ. ინ-ტში (1977-1978), საქართვ. ზოო-ვეტ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტში (1985-1993) გ. ი. არის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის ასოცირებული პროფესორი (2006-დან). იყო თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტის დეკანის მოადგილე სამეცნ.-კვლ. სფეროში (1998-2005), BS LAB-ის სამეცნ. საბჭოს წევრი და ინდექსირებული ესტონურ-გერმანული სამეცნ. ჟურნალის საბჭოს წევრი (2021). პროფ. გ. ი.-მა გამოსცა 69 სამეცნ. ნაშრომი და 4 სახელმძღანელო.
თხზ.: გოგორიშვილი, ი. (თანაავტორი). (2018). გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგია ეკონომიკურ პოლიტიკაში. თბ. უნივესალი, ISBN 9789941262647; გოგორიშვილი, ი. (თანაავტორი). (2022). ეკონომიკური პოლიტიკა: სახელმძღვანელო: ტ. 1-11, თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9789941266669 ; გოგორიშვილი, ი. (თანაავტორი). ( 2024). ინდუსტრიული პოლიტიკა ციფრულ სამყაროში, თბ. უნივერსალი, ISB N 9789941338427; Gogorishvili I., Gvelesiani, R. (2025). Problems of Implementing the Policy of Digitalization of Higher Education in Georgia. Physital Approaches to Social Marketing.